სამრეწველო პროცესების ავტომატიზება

მაღალი საიმედოობა და სიზუსტე  ამაღლებს სისტემის ეფექტურობას

მაღალი სიზუსტის სენსორები

ცდომილების მინიმალური მაჩვენებელი მიკროკლიმატის ზუსტი მართვა

სისტემის კონფიგურაცია

ავტომატიზების ინდივიდუალური პროფილის შემუშავება

დისტანციური მხარდაჭრა

სისტემის დისტანციური მართვა, მონიტორინგი, კონტროლი

მიკროკლიმატის ავტომატიზებული მართვის სისტემა - ეს არის ინსტრუმენტი რომლის საშვალებით შესაძლებელია მიკროკლიმატის მაჩვენებლების (განათების, ჰაერის და ნიადაგის ტემპერატურის, ტენიანობის, Co2-ის და სხვა მაჩვენებლების) მართვა და მონიტორინგი ავტომატიზებულ რეჟიმში.
შესაძლებელი ხდება მიკროკლიმატის მართვის პროფილის შექმნა, რომელიც ავტომატურად განახორციელებს მიკროკლიმატის მართვას გარკვეული დროის განვალობაში

მიკროკლიმატის მართვის ავტომატიზებული სისტემის მონტაჟი არის მიზანშეწონილი იმ შემთხვევაში თუ საწარმოს უკვე გააჩნია ან აპირებს მართვის მოწყობილობების მონტაჟს, ასეთი მოწყობილობებია - გათბობა, გაგრილება, განიავება, მორწყვა, განათება და სხვა. ვინაიდან მიკროკლიმატის ავტომატიზებული მართვა სხვანაირად ვერ მოხერხდება, ასევე უნდა აღინიშნოს რომ ასეთი სისტემის ინსტალაცია მიზანშეწონილია გამოცდილი საწარმოებისათვის, მიკროკლიმატის ავტომატიზებული მართვის სისტემა არის - ინსტრუმენტი, რომლის გამოყენება არის შესაძლებელი იმ შემთხვევაში თუ გასაგებია აგრო პროცესები, მცენარის მოვლის და ზრდის პროცესები. 

გთავაზობთ მიკროკლიმატის ავტომატიზების მართვის სისტემის შემუშავებას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც იქნება მორგებული თქვენს მოთხოვნებზე.  სისტემა მოგცემთ საშვალებას შექმნათ თქვენი ინდივიდუალური მიკროკლიმატის მართვის პროგრამა,  რომლის მეშვეობითაც მიაღწევთ მაღალ ეფექტურობას.

©2020 DragonFly. All Rights Reserved.

Search