Previous Next

 

რა არის მიკროკლიმატის ავტომატიზებული მართვის სისტემა ?

იმისათვის რომ მოვიღოთ მაქსიმალური მოსავალი, საჭიროა შევქმნათ კლიმატის ისეთი პირობები, რომელიც იქნება ხელსაყრელი ამა თუ იმ მცენარეული კულტურისთის, ან სოკოს სახეობისთვის. კლიმატი რომელიც შეგვიძლია შევქმნათ გარკვეულ სივრცეში არის - მიკროკლიმატი. ხოლო იმისათვის რომ მივიღოთ მაქსიმალურად ზუსტი მიკროკლიმატის პარამეტრები (ტემპერატურა, ტენიანობა, Co2, განათება და ა.შ) საჭიროა ავტომატიზებული სისტემის გამოყენება.

მიკროკლიმატის მართვის ავტომატიზებული სისტემის მონტაჟი არის მიზანშეწონილი იმ შემთხვევაში თუ საწარმოს უკვე გააჩნია ან აპირებს მართვის მოწყობილობების მონტაჟს, ასეთი მოწყობილობებია - გათბობა, გაგრილება, განიავება, მორწყვა, განათება და სხვა. ვინაიდან მიკროკლიმატის ავტომატიზებული მართვა სხვანაირად ვერ მოხერხდება, ასევე უნდა აღინიშნოს რომ ასეთი სისტემის ინსტალაცია მიზანშეწონილია გამოცდილი საწარმოებისათვის, მიკროკლიმატის ავტომატიზებული მართვის სისტემა არის - ინსტრუმენტი, რომლის მართვაც არის შესაძლებელი იმ შემთხვევაში თუ გასაგებია აგრო პროცესები, მცენარის მოვლის და ზრდის პროცესები.

DragonFly სისტემა შედგება სამი კომპონენტისგან 

  1. მართვის სისტემა
  2. მონიტორინგის სისტემა 
  3. უსაფრთხოების სისტემა

1.მართვის სისტემა იყოფა რამოდენიმე ნაწილად

1.ა.მექანიკური მართვა გვაძლევს საშვალებას სისტემის კომპონენტების ღილაკზე დაჭერით ჩართვას/გამორთვას
1.ბ.ავტომატური მართვა ახორციელებს არსებული მიკროკლიმატის პარამეტრების შესადებას სასურველ პარამეტრებთან და ახორციელებს სისტემის კომპონენტების მართვას
1.გ.კალენდარული მართვა ახორციელებს 1.ა , 1.ბ. და 1.დ. მართვას წინასწარ დაგეგმილ კონკრეტულ დროს 
1.დ. ციკლური მართვა ახორციელებს სისტემის კომპონენტების მართვას სასურველი პერიოდულობით
 

2.მონიტორინგის სისტემა ასევე იყოფა რამოდენიმე ნაწილად, იგი შედგება გრაფებისგან, თითოეული გრაფა კი მიეკუთვნება კონკრეტულ მაჩვენებლებს, როგორიც არის ჰაერის და ნიადაგის ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის Co2 და ა.შ.

 

3.უსაფრთხოების სისტემა შეიცავს ვიდეოსამეთვალყურეო კამერებს, მოძრაობის დეტექტორებს და სისტემის მდგომარეობის მონიტორინგს.

 

სისტემის კონფიგურაცია დამოკიდებულია კონკრეტული პროექტის მოთხოვნებზე, იგი იქნება ზუსტად მორგებული თქვენი პროექტისთვის, მომავალში კი ადვილად მაშტაბირებადი.

 

 

©2020 DragonFly. All Rights Reserved.

Search